
ფილოსოფიური ანთროპოლოგია სოციოლოგიის საგანია, სემესტრის დასაწყისში ავირჩიე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო:
1) ჟღერს
2) ლექტორი გვარად მშვენიერაძეა
3) მაინც მგონია, რომ კარგ რამეებს ვსწავლობ
მიუხედავდ იმ პასუხისმგბლობისა, რომელსაც საერთო გვარი მაკისრებს, ერთი ლექცია უკვე გავაცდინე და ბედი არ გინდა?! ზუსტად ამ ლექციაზე მოუტანია წიგნი წარწერით– ჩემ მოგვარეს უნდა ვაჩუქოვო .მერე ეტყობა გადაიფიქრა, კარგა ხანს მქონდა იმედი...... ახლა ვუყურებ წიგნის ქსეროკოპირებულ ვარიანტს და ჩემში მწიფდება კითხვა; რატომ გავმაზე?!
წიგნი კარგია, ზუსტად ჩემთვისაა, არც ისე დიდია და შიგნით ფილოსოფია ზუსტად იმ დოზითაა მოცემული, რამდენიმე ინტელექტუალურ თავყრილობაზე ენის ასაქაფებლად რომ გეყოფა, სწორედ ამ წიგნზე დაყრდნობით და მისით შთაგონებულმა გადავწყვიტე ერთ არადასასმელ კითხვაზე უკვე არსებული პასუხები შემოგთავაზოთ და ფრიად სერიოზულ კამათში გამოგიწვიოთ.
კითხვა: რა არის ადამიანი ?
პლატონი: ადამიანი არის ორფეხა, უფრთო ცოცხალი არსება"
არისტოტელე: ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი(ძოონ პოლიტიკონ)
ციცერონი: მზრუნველი, წინასწარგანმჭვრეტი, გონიერი, განმსჯელი არსება
ავგუსტინესი: ავადმყოფი შენაქმნი შექმნილთა შორის
ბლეზ პასკალი ადამიანი არის უსუსტესი ლერწმის ღერო
ჟან ჟაკ რუსო: გადაგვარებული ცხოველი
კანტი: თვითგანსაზღვრების უნარის მქონე
შილერი: არსება, რომელსაც სურს
გოეთე: ადამიანი ეს არის პირველი გასაუბრება ბუნებისა ღმერთთან
ფრანკლი: "ჰომო ფაბერ "ადამიანი მისთვის იარაღის მკეთებელი ცხოველია
შოპენჰაუერი: მოჩხუბარი არსება
ტკივილზე ტკივილის დამმატებელი ცხოველი, რომელსაც ძალუძს ტყულის თქმა
ნიცშე: თოკი რომელიც გაბმულია ცხოველსა და ზეკაცს შორის
ავადმყოფი ცხოველი
მხეცი და მხეცზე უარესი
ფროიდი ლტოლვების დამთრგუნველი
შელერი არასთქმის შემძლე
კლაგესი მოაზროვნე ცხოველი
ჰერდერი ადამიანი არის პირველი ვინც ბუნებამ თავისუფლებაში მიატოვა
შარშან ზურაბ კაკაბაძის, ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, სტატიების ერთ–ერთ კრებულში წავაწყდი საკმაოდ მოზრდილ პუბლიცისტურ წერილს სახელწოდებით " არის მკითხველი" და რაღაცეები ამოვწერე მერე ეს უკიდურესად ქართული კონსპექტი შევაერთე და რომ გადავიკითხე გამიხარდა ძირითადი შინაარსი რომ შენარჩუნდა. წინასწარ ბოდიშს ვიხდი შემოკლებული ვარიანტისთვის........
კითხვა: რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
პასუხი: ტელევიზორს ვუყურებ, ვუსმენ მუსიკას, ვერთობი მეგობრებთან ერთად, ვზივარ კომპუტერთან, ვქსოვ, ვქარგავ, სპორტით ვარ დაკავებული........
კითხვა: კიდევ?
პასუხი: წიგნებს ვკითხულობ
არის მკითხველი... მისი უგულითადესი სიყვარული ეკუთვნის კეთილმოწყობას, კომფორტს. გატაცებით უყვარს საუზმე, სადილი და ვახშამი. ის, რაც მას უჭირს და აწუხებს არის დრო, გაჭიმული საუზმიდან სადილამდე. იგი ეძებს დროის მოკვლის საშუალებებს. ეძებს რაიმეს ისეთს, რაც ამ ინტერვალებში ფიზიოლოგიურ პროცესების აკომპანიმენტის როლს შეასრულებს. იგი ეძებს თავშესაქცევს.
და მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება წიგნი, რომელსაც ადამიანი თავისუფალ დროს კითხულობს, ამასთან უსმენს მუსიკას, და მეგობრებთანაც კი ატარებს დროს. (ეს უკანასკნელი მოკლე ჩამონათვალია იმ საქმიანობებისა, რომელთაც ერთობ დაკავებული XXI საუკუნის ქართველი ადამიანი თავისუფალ დროის მოსაკლავად მიმართავს. )
ოღონდ წიგნსაც გააჩნია, ამ უეცარი შეუალედისთვის იგი ეძებს წიგნს, რომლის კითხვის დროს სასურველია არ შეფერხდეს კუჭის წვენის ნორმალურად მუშაობა. იგი ეძებს წიგნს, რომელიც სრულიად უმტკივნეულოდ, საჭმლის მსგავსად მიიღება `ორგანიზმში~.
უყვარს წიგნი, რომელიც გამოხატავს მის ნეტარ ოცნებას, მოგვარებულ, მომრგვალებულ, მყუდრო, რბილი და თბილი ცხოვრების თაობაზე, მას უყვარს წიგნი ენემოჩლექილი, უკონფლიქო, რბილი ბალიშებით შემოლაგებული.
წიგნი, რომელიც სრულიად არ ეხება მის ცხოვრებას, არაფერს მოითხოვს მისგან, არაფერს ავალებს, არავითარ პასუხისმგებლობას არ აკისრებს მას.
მოკლედ მას სძულს ე.წ. `სერიოზული წიგნი~, რომელიც ერევა მის შინაურ საქმეში და ეუბნება, რომ გზა, რომელზეც ის დგას დამრეცი და უკუღმართი გზაა არაფრამდე, უფრო სწორად კატასტროფამდე, და ამ გზას გვერდს აუქცევს მხოლოდ ის, ვინც გარდაიქმნება, ირჩევს, `ბუნება არ ქმნის ადამიანებს, ჩვენ მხოლოდ მეორე დაბადებისას ვიბადებით, საკუთარ თავზე ძალისხმევის შედეგად ადამიანში ადამიანი იბადება”
`სერიოზული წიგნი~ ზემოქმედებს მასზე, მოითხოვს მისგან ამაღლდეს ადამიანის დონემდე, ხოლო ამაღლებისა გზა სულის სიღრმეზე გადის, იგი მოითხოვს მისგან ჩაიხედოს საკუთარი სულის სიღრმეში, მაგრამ მას სწორედ სიღრმისა და სიმაღლის შიში აქვს და ამიტომაც სძულს სერიოზული წიგნი.
Mმაგრამ, რა უყოს, ერთს სახიფათოს ლტოლვას, მას უნდა იქონიოს წიგნსგანდობილი, განათლებული კაცის სახელი და ამ გზით მის ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება `სერიოზული წიგნი~ _ ჭეშმარიტი ლიტერატურა.
Mმაგრამ, რა იცის, რომ მის მყუდრო ბინაში `სერიოზული წიგნის~ შემოშვება გაავებული მხეცის ხიფათიან შემოჭრას უდრის.
თუმცა, არ ნებდება მას უგუნური მასპინძელი და ახლა იგი ეძებს სერიოზული წიგნის მოთვინიერებას და ნეიტრალიზების საშუალებებს.
ცდილობს წაიკითხოს და საუბრის თემად აქციოს, ,,სერიოზული წიგნი.” ისე, რომ ამასთანავე სრულყოფილად აირეკლოს იქიდან მომდინარე ტენდენცია მის ცხოვრებაში ჩარევისა:
თავდაპირველად, მხარს უჭერს ტრადიციულ, ჩვეულ ლიტერატურას და უგულვებელჰყოფს თანადროულს. ეს იმიტომ, რომ ძველ ლიტერატურაში გამოხატული პრობლემები ჩვენი დროისთვის გადაწყვეტილი და მოგვარებული ჩანს. ჩვენს დროს სხვა სიძნელეები ახასიათებს, ამიტომაც კლასიკური ლიტერატურა ნაკლებად ემუქრება მის სიმყუდროვეს. ნაკლებად არღვევს ცხოვრების მოგვარებულობის გაცდას.
მაგრამ ის მაინც ვერ ერევა საკუთარ სიხარებს, მას უნდა იქონიოს ის, რასაც მეტი ფასი ადევს, იმ უცნაურ ინსტანციაში, რომელსაც საზოგადოება ქვია, რატომღაც მეტი ფასი სწორედ თანადროული `სეროზული ლიტერატურასთან~ ნაცნობებისათვის დაუდევთ. მას ეშინია ამ მხრივ არ ჩამორჩეს მეზობლებს და ამიტომ იძულებული ხდება აირჩიოს თანადროული ლიტერატურა.
Aამიერიდან, იგი ეძებს `სერიოზული, თანადროული ლიტერატურის~ მოთვინიერების საშუალებას.
თავიდან შეეცდება თანადროული ლიტერატურა, რაც შეიძლება დაუახლოვოს და დაამსგავსოს ტრადიციულს, შეეცდება არ შეიმჩნოის, რომ თანადროულ დასავლურ ლიტერატურას ტრადიციულ კლასიკურისაგან მკვეთრად განსხვავებული, მძაფრი ტრაგიკული ინტონაციაც აქვს. იტყვის: წინადაც იყვნენ ტრაგიკული ტემპერამენტის მწერლები, წინადაც იწერებოდა ტრაგედიები; მაგრამ მათ გვერდით იყვნენ შედარებით ლაღი აღუშფოთებელი ტემპერამენტის ადამიანები. ამ მხრივ ჩვენს დროში არაფერია განსაკუთრებული.
შეეცდება საქმის ვითარება ასე წარმოადგინოს, რომ შინაარსის პრობლემატიკისა და შინაგანი განცდის ტონების მხრივ ლიტერატურა იგივე დარჩა, შეიცვალა მხოლოს გარეგნული ფორმა და ეს, სხვათაშორის, ისევე უწყინარად მოხდა, როგორც იცვლება ტანსაცმლის მოდა.
ყოველივე ამით ამბობს: “ჩვენს დროში არაფერია განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საგანგაშო... მუდამ იქნებიან მწერლები, რომლებიც შფოთავენ. ჩვენ გვრჩება უფლება მივემხროთ მათ, ვინც ნაკლები შფოთავს `ჩვენ გვრჩება უფლება ვიყოთ მშვიდნი და აღუშფოთებელნი ვიყოთ `მყუდრონი~.
თუმცა ზოგჯერ იგი თანადროული, ლიტერატურის მოთვინიერების, უფრო რადიკალურ ხერხს მიმართავს, `ფორმალისტური ესთეტიკური თვასაზრისის~ ერთ-ერთი მარტივისა და იოლი ვარიანტის ათვისების შემდეგ შეეცდება ლიტერატურა წარმოადგინოს სრულიად უწყინარ საქმიანობად; ირწმუნება ლიტერატურას ვალად მხოლოდ ის ადევს, რომ თვალი, ყური გუნება, ფანტაზია გაგვირთოს და დაგვიამოს, რომ ლიტერატურას საერთო არაფერი აქვს ნამდვილი ცხოვრების პრობლემებთან, იგი არაფერს ამბობს ადამიანის ბედის თაობაზე, იმის თაობაზე, თუ როგორია და როგორი უნდა იყოს ადამიანური სამყარო.
ამგვარი ოპერაციის შემდეგ მას აღარ ეშინია `სერიოზული წიგნისა~, შეუძლია მიენდოს როგორც ნაზი ოდალისკა უვნებელ საჭურისს.
იგი თამამად იძენს ყველაფერს, რაც ძვირად ფასობს: პრუსტს, ჯოისს, კაფკას, თომას მანს კითხულობს, ახსენებს, აქებს, ადიდებს: რა ენაღვლება, არც ერთი მათგანი ხომ არაფერს ამბობს მისი ცხოვრების თაობაზე.
მას უნდა ლიტერატურა ცირკს გაუთანაბროს და ასე მიირთმევს იგი უვნებელქმნილ დასაჭურისებულ წიგნს საუზმის, სადილის და ვახშამის ინტერვალებში. `მდიდრდება იგი სულიერად და შემდეგ დროდადრო გამოეფინება სულიერი სიმდიდრის სალონურ გამოფენებზე. იგი საოცრად მდიდარია ჭორებით ლიტერატურული სამყაროდან. `სულიერი ქონების~ მოხვეჭის აზარტი მას ზოგჯერ იმ ზომამდე მიიტანს, რომ რამდენადმე ღალატობს პირველ სიყვარულს _ მატერიალურ კომფორტს. წიგნები ავსებენ მის ბინას. თაროებზე, ტახტებზე, სკამებზე, იატაკზეც კი დაეფინებიან ხოლმე `მხატვრული უწესრიგობით~. იგი არაჩვეულებრივად ბევრს ფუსფუსებს წიგნების გარშემო და ზოგჯერ ასე განსაჯეთ, ავიწყდება კიდეც დროზე ჭამა და დროზე ძილი, მისი ცხოვრება აშკარად იცვლის სახეს. ოღონდ გარედან, შიგნით კი უცვლელი რჩება. იგი მტკიცედ ინარჩუნებს ძველ პოზიციას. მის მყუდრო ბინაში დაშვებული წიგნი უნდა იყოს საკმაოდ თვინიერი და თავმდაბალი, რომ არაფერი თქვას მისი ცხოვრების ჩვეული წესის წინააღმდეგ. არ ხელყოს და არ შეაშფოთოს მისი მაძღარი თვითკმაყოფილება. `წიგნს” არ აქვს უფლება გაადამიანების მძიმე ამოცანა დააკისროს მას~.
თავის მხრივ, მწერალი ეძებს იმის საშუალებას, რომ გადაურჩეს მკითხველისგან დასაჭურისებას, მოთვინიერებას და ისე შეაღწიოს მის ბინაში.
ამისათვის მწერალი ზოგჯერ გარეგნულად, ვთქვათ და დეტექტივის სახეს მისცემს ნაწარმოებს და როცა, ამით შეცდენილ მკითხველს ერთბაშად თავს დაატყდება, ჩაითრევს და აიყოლიებს.
როცა იგი ბრაზობს სერიოზული წიგნის გამო, როცა იგი გაღიზიანებით ილანძღება, ეს ნიშნავს, რომ მან ვერ შეძლო წიგნის მოთვინიერება, მან ვერ აირეკლა მწარე სიტყვა, შეირხა აბეზარი სინდისი.
">მე უნდა ველაპარაკო ადამიანებს ცუდზე, რათა ისინი საკმაოდ გაბრაზდნენ~. _ ფოლკნერი
`მე მინდა, რომ მაყურებელმა ცუდად იგრძნოს თავი~ ჟან პოლ სარტრი.
`მე იმ წოდებას ვეკუთვნი, რომელიც მოწოდებულია, ბრაზი გამოიწვიოს _ ვოლფგან კოეპენი.
.

