Monday, January 19, 2009










ამ ფილმის რეჟისორი პაულ პოულინსკი თენეიჯერი იყო პოლონეთიდან ბრიტანეთში რომ ჩავიდა, იქ როგორც ყველა დაჩაგრული ერის შვილმა ძალიან მოინდომა და ხან სად ჩააბარა და ხან სად. საბოლოო ჯამში ფილოსოფოსი გახდა. კარგა ხანს BBC-ზე მუშაობდა და რამდენიმე კარგი ფილმი აქვს გადაღებული
“ჩემი საზაფხულო სიყვარული” მისი პირველი თუ მეორე მხატვრული ფილმია


თვითონ ამბობს, რომ ფილმი ბევრად უფრო მეტია ვიდრე ორი გრძნობააშლილი და ორიენტაციაშეშლილი გოგოს ისტორია.
მათ შორის ერთ-ერთს-მონას ძმა ჰყავს, რომელიც ადრე ყელამდე ,,ქაქში” იყო ,რაც მთავარია, ეს ,,ქაქი” მოსწონდა, მაგრამ მერე გონება გაუნათდა, ღმერთი იწამა და უფრო მეტიც, კვერთხით ხელში მოსესავით მხსნელად დაიარებოდა სამეზობლოში. ამ დროს კი მის დას ვიღაც ისე ხერხავდა მანქანაში, რომ ზედაც არ აფურთხებდა. მონას მობეზრდა ასეთი ცხოვრება, ცოტა დეპრესია მოეძალა და სწორედ ამ დროს ტამსილი გაიცნო, განათლებული მაგრამ ოდნავ ტუტუცი გოგო. . . . კიდევ იკითხავს ვინმე რატომ მოსწონთ ქალებს ქალები?! აქ ფილმის ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება...

სულ საათსა და 20წთ-ს გძელდება და ბოლოს რაღაცნაირად სწორად მთავრდება, მე ასე ვფიქრობ, ყოველშემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ გვერდზე მეტია “ვკოკეტობ” ჩემი გამოხატვის თავისუფლებით, სინამდვილეში, ფილმის დასასრულს, ჩემს წარმოსახვაში, მონას კემბრიჯში ჩავაბარებინე, კარგად გავათხოვე და ბევრი შვილები გავაჩენინე…. იმიტომ, რომ მონა, პრინციპში, კარგი გოგოა და ეს ის ხვედრია, რომელიც მე კარგი გოგოებისთვის მემეტება. (სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად დამთავრდა)




ფილმს რამდენიმე ჯილდო აქვს აღებული, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ამ ნიშნით უკვე ძალიან სნობურ ევროპულ ფესტივალებზე, სადაც ფურშეტებზე, ძირითადად, იმაზე საუბრობენ თუ რა კომედიად და მასობრივ თავყრილობად იქცა ,,ოსკარი”, არადა მათი უმრავლესობა ამ უკანასკნელის მიღების შემდეგ სათქმელ ტექსტს ამუშავებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

mოკლედ, ეს აქ მთავარი არ არის და არც მე გამეგება ბევრი ამ საქმეში,
უბრალოდ ფილმი მომეწონა და მინდა ნახოთ )))))))

2 comments:

  1. ყოჩაღ თამრო, ეს ერთი და სხვა მრავალი.
    წარმატებებს და წინსვლას გისურვებ ცხოვრებაში.

    მამუკა ბიძია

    ReplyDelete
  2. vnaxe filmi. momewona da gadavirie ra degenerati iyo es tamsili. mona mec momecona da kargi cxovreba vusurve shensavit :D

    gilocav blogs da aba shen ici kide gvinda aseti reviewebi :) :*

    ReplyDelete