
ენი ლეიბოვიცის ჯადოსნური ჩაჩხაკუნება.
"ფოტოზე მხოლოდ ათი პროცენტი აღიბეჭდება იმისა,რასაც ვხედავ"_ ამბობს ენი ლეიბოვიცი. ეს ათი პროცენტი კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ ენი ლეიბოვიცი თანამედროვეობის ერთერთ წამყვან ფოტოგრაფად ქცეულიყო. ამერიკული პოპ–კულტურის ვარსკვლავები, მათ შორის ყველაზე პრეტენზიულებიც, ნებისმიერ დროს თანხმდებიან ენისთან მუშაობას. ლეიბოვიცი ამას მარტივად ხსნის: ჩემი ფოტოები იმიტომ მოგწონთ, რომ მე არ მეშინია შევიყვარო ისინი, ვისაც ვიღებ.

ენი ახლა სამოცი წლისაა, მამაკაცურად იცვამს, ბოხი ხმა აქვს და უცნაური ვარცხნილობა, მაგრამ ასპროცენტიანი ესთეტია. მისი ფოტოები უცაბედად შეჩერებულ კადრებს არ გავს, ყველაფერი კარგად დაგემილი და მოფიქრებულია. იმ ფოტოგრაფებისგან განსხვავებით ვინც გარემოსგან მონიჭებულ ბუნებრივ სიტუაციებს იყენებენ, ენი თვითონ ქმნის გარემოსაც და სიტუაციასაც. მისი ფოტოები თეატრს გავს, სადაც ყველაფერი ერთდროულად ძალიან ცოცხალი და ძალიან ხელოვნურია.
ენი 1949 წელს დაიბადა ვოთერბერიში, კონეკტიკუტის პატარა შტატში. მამა ავიატორი ყავდა, დედა დიასახლისი და კიდევ ხუთი დედმამიშვილი. ენის თქმით, ხმამაღალი და მოუთმენელი საუბარი სწორედ ოჯახში დასჩემდა. „ დიდ ძალისხმევას ვხრაჯავდით, რომ ერთმანეთისსთვის ხმა მიგვეწვდინა“ ამბობდა ენი. სრულიად ამერიკისთვის ხმის მიწვდენა, ოღონდ ფოტოზე აღბეჭდილი, გამოსახულებებით ენიმ 20 წლის ასაკში დაიწყო, როცა ჟურნალ როლინგ–სთოუნში რიგით ფოტოგრაფად აიყვანეს, სულ ცოტა ხანში კი ჟურნალის წამყვან ფოტოგრაფად აღიარეს.

როლინგ სთოუნისთვის გადაიღო ენი ლეიბოვიცმა ჯონ ლენონის და იოკო ონოს ცნობილი ფოტო, რედაქციის დავალებით ლეიბოვიცს მხოლოდ ლენონის ფოტო უნდა გადაეღო, მაგრამ ჯონს სურდა ფოტო იოკოსთან ერთად. ენიმ დაიწყო ფიქრი , უნდოდა გადაეღო ფოტო, რომელიც ზუსტად ასახავდა ჯონის და იოკოს ურთიერთობას: „ ჯონი აბსოლუტურად შიშველი იყო, იოკომ მაისურის გახდა დაიწყო, მაგრამ მე ვუთხარი არ გაეხადა, ჯონი, მას სხეულზე შემოეხვია, იოკო ყინულს გავდა, რომელსაც ჯონი უმოწყალოდ, მიეწება.“ ორივე ძალიან ბედნიერები იყვნენ, ჯონმა ხელი ჩამომართვა და მადლობა გადამიხადა თან დააზუსტა, ეს ფოტო ნამდვილად მოხვდებოდა თუ არა გარეკანზე, მე პირობა მივეცი და დავემშვიდობე. ხუთი საათის შემდეგ ჯონ ლენონი მოკლეს.

როლინგ სთოუნში ცამეტწლიანი მუშაობის შემდეგ 80–იანი წლები დასაწყისში ენის პოპულარობა პროფესინალიზმიც და ავტორიტეტიც ყოფნიდა იმისთვის, რომ საკუთარ თავზე პატარა აუქციონი გამოეცხადებინა, ეს აუქციონი, იმ დროისთვის საკმაოდ წარმატებულმა ჟურნალმა, ვენითი ფეარმა მოიგო. ლეიბოვიცთან ერთად ჟურნალ ვენითი ფეარის გარეკანზე ამერიკული პოპ–კულტურის ვარსკვლავების ფოტოები გაჩნდა, ლეიბოვიცს ხშირად, სწორედ „ვარსკვლავებზე ფოკუსირებული, კომერციული პროდუქციის“ გამო აკრიტიკებენ. მართლაც, ენი იმას იღებს, ვინც პოპულარული და აქტუალურია კონკრეტული დროის მონაკვეთში. რა შეიძლება უკეთ გაიყიდოს ვიდრე ფეხმძიმე, შიშველი დემი მურის ფოტო, ანჯელინა ჯოლი თავის შვილთან ერთად, ან ჰოლივუდის ყველაზე მიმზიდველი მსახიობი მამაკაცები, რომლებსაც ენიმ ერთად მოუყარა თავი.

მაგრამ ენის სხვა ცხოვრებაც აქვს, რომელიც 1988 წელს დაიწყო. ლეიბოვიცს ცნობილი ფილოსოფოსის, მწერლის და ესეისტის სუზან ზონტაგის წიგნისთვის ფოტოები უნდა გადაეღო. მაშინ ლეიბოვიცი 39 წლის იყო სუზანი 55–ის. „ სუზანი სწორედ იმ დროს გავიცანი,როცა მჭირდებოდ ადამიანი, რომელიც გამაგებინებდა, რომ ბევრად უკეთესი შემეძლო ვყოფილიყავი, ვიდრე ვარ“ ორივე ღიად ამბობდა, რომ ერთმანეთთან რომანტიული ურთიერთობა აკავშირებდათ, მაგრამ ამერიკაში ხომ ზომიერი გულწრფელობა უცნაურად ესმით, ამიტომ, ბოლომდე, მაინც ვერ გაარკვიეს რა ურთიერთობა ჰქონდათ სუზან ზონტაგსა და ენი ლეიბოვიცს, არავის ჰქონდა ილუზია, რომ მათი მეგობრობა, მხოლოდ ვიკენდებზე, ყავის სმითა და უმიზნო სჯა ბაასით შემოიფარგლებოდა. როცა, ორი ასეთი პროდუქტიული ადამიანი ერთმანეთს პოულობს, საზოგადოება მათგან აუცილებლად ელის რაღაცას,რომელმაც 1999 წელს ზონტაგისა და ლეიბოვიცის ერთობლივი ნამუშევარი, 170–მდე განსხვავებული ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის და ხასიათის ქალის ისტორია მიიღო. წიგნს ,,ქალები“ დაარქვეს, ის დღემდე ბესთსელერად ითვლება. ამ ქალების ბიოგრაფიას ზონტაგი უზრუნველყოფდა, მათი ხასიათის ფოტოებზე აღბეჭდვას კი ენი შეეცადა. 2004 წელს სუზან ზონტაგი გარდაიცვალა ენიმ მას ცოცხალს ვერ მიუსწრო, მაგარამ ის კი მოახერხა, რომ მიცვალებულის გაპატიოსნებამდე მისთვის, რამდენიმე ფოტო გადაეღო. სუზანი უმაკიაჟოდ ბევრად ფოტოგენური იყო“ ამბობს ლეიბოვიცი.

ენი არ უარყოფს, რომ სუზანთან ურთიერთობამ, მას, როგორც ფოტოგრაფს თვალსაწიერი გაუფართოვა. მხოლოდ მასკულტურა აღარ აინტერესებდა, ენის ობიექტივი უფრო პუბლიცისტური გახდა: მას აინტერესებს ომი, შიდსის და ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, თანამედროვეობის მძლავრი პოლიტიკოსები: ობამების ცნობილი საოჯახო პორტრეტი, რომელიც ენიმ გადაიღო, პრეზიდენტ ობამას წინასარრჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა, ამას გარდა, ენი, შეიძლება, მიშელ ობამას ქალური მომხიბვლელობის პირველ აღმომჩენადაც მივიჩნიოთ.

არ მინდა ქალებს იმედი გავუცრუვო, ამბობს ენი, მისი ფოტოგრაფიის ფრინციპი არის ფოტოზე მათი სილამაზის წარმოჩენა. ფოტოგრაფებში გავრცელდა არაესთეტიურით მანიპულირების ტენდენცია,თუმცა ენისთვის ხელოვნება ასიმეტრიული უპროპორციო ნაკვთების წარმოჩენაში არ არის. ,,მე,ყველა მომწონს, ვისაც ვიღებ" ამბობს ენი და იღებს მათ ისე,რომ სხვასაც მოეწონოს.

ლეიბოვიცი, ძირითადად, ჯოლის, ლენონის და დეპის ფოტოებით ვიცოდი. ამ პოსტის მერე "დავგუგლე" (თანამედოვეობის ყველაზე მაგარი ზმნაა:))) იმიტომ არა, რომ შენს პოსტში რაღაც დამაკლდა... იმიტომ, რომ ამის მერე ბევრად საინტერესოდ მომეჩვენა, ვიდრე მაშინ, ზემოთხსენებული მაგარი ხალხის, ძალიან მაგარო ფოტოები რომ ვნახე :))) მევასები რა, მშვენო ;)
ReplyDelete